ლაშა ხუციშვილი და კობა გვენეტაძე სსფ-ის მისიის ხელმძღვანელს შეხვდნენ

0
115

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი  და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს ჯეიმს ჯონს შეხვდნენ, სადაც სსფ-ის პროგრამის მიმდინარეობა, ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები განიხილეს.

ფინანსთა სამინისტროს პრეს–ცენტრის ცნობით, შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები, განსაკუთრებით, ფისკალური კონსოლიდაციის მიმართულებით.

 

ხაზი გაესვა ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ მონეტარულ პოლიტიკას, რომელიც ინფლაციის შემცირებისკენ სწორად არის მიმართული.

ასევე, ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრიგზე და ამ კუთხით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებზე.

ფინანსთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა სსფ-ის მისიის ხელმძღვანელს და მისიის თითოეულ წევრს, ასევე, ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.