კალაძე – ღამის ეკონომიკის ფარგლებში მოხდა იმ ბიზნესის მხარდაჭერა და თანადგომა, რომელსაც უამრავი ადამიანი ჰყავდა დასაქმებული

0
147

ღამის ეკონომიკის ფარგლებში მოხდა იმ ბიზნესის მხარდაჭერა და თანადგომა, რომელსაც უამრავი ადამიანი ჰყავდა დასაქმებული – მათი როლი დედაქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჩვენი მხრიდან ყოველთვის ექნება ხელშეწყობა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან ღამის ეკონომიკაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კალაძე განმარტავს, ღამის ეკონომიკის ფარგლებში დახმარება გაეწია მცირე და საშუალო ბიზნესს.

„მიუხედავად იმისა, რომ რთული ორი წელი იყო, პანდემიის პირობებში ყველა პროექტი გავაჩერეთ, ეს მარტო ღამის ეკონომიკას არ ეხებოდა, ინფრასტრუქტურული განვითარების თვალსაზრისით არაფერი გაკეთდა. თანხები სხვა მიმართულებით იყო განსაზღვრული.

ღამის ეკონომიკის ფარგლებში მოხდა მხარდაჭერა და თანადგომა იმ ბიზნესის მიმართულებით, რომელსაც უამრავი ადამიანი ჰყავდა დასაქმებული. ეს იყო მცირე და საშუალო ბიზნესი, კაფე, ღამის კლუბები.

ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გამოვუცხადეთ და გავაგრძელებთ. მათი არსებობა, მათი როლი დედაქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში, ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია და ჩვენი მხრიდან ყოველთვის ექნება ხელშეწყობა”, – აღნიშნავს კალაძე.