იანვარ-სექტემბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 35.3%-ით გაიზარდა და 13 612.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

0
142

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 35.3%-ით გაიზარდა და 13 612.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი, საქსტატის ინფორმაციით, 5 418.0 მლნ. აშშ დოლარია.

„2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 13 612.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 35.3 პროცენტით მეტია.

აქედან, ექსპორტი 4 097.0 მლნ. აშშ დოლარი იყო (37.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 9 515.0 მლნ. აშშ დოლარი (34.4 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-სექტემბერში 5 418.0 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.8 პროცენტი შეადგინა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.