„დიდი შანსია, რომ ჩვენ ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი ეროვნული შემოსავლით უკვე 2027 წელს 13 ათას დოლარიან მაჩვენებელს მივუახლოვდეთ“

0
139

სავალუტო ფონის პროგნოზი სავსებით რეალურია და მიღწევადი. დიდი შანსია, რომ ჩვენ ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი ეროვნული შემოსავლით უკვე 2027 წელს მივუახლოვდეთ 13 ათასდოლარიან მაჩვენებელს, – ამის შესახებ „ქრონიკას“ ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ განუცხადა.

მან კომენტარი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ მსოფლიო ეკონომიკური ზრდის მორიგ პროგნოზზე გააკეთა, რომლის მიხედვითაც, 193 სახელმწიფოს შორის, საქართველო ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის რამდენიმე სახეობის გრძელვადიანი გაუმჯობესების მიხედვით, მოწინავე პოზიციებზეა.

„ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი ამოცანაც უნდა იყოს ექსპორტის კიდევ უფრო მეტი დივერსიფიკააცია, ისედაც მზარდი და მაღალია ექსპორტის მაჩვენებელი. ასევე, მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკის შენარჩუნება, რაც მიიღწევა ქვეყანაში პირდაპირი ინვესტიციების კიდევ უფრო შემოსვლით.

სავალუტო ფონის პროგნოზი სავსებით რეალურია და მიღწევადი. დიდი შანსია, რომ ჩვენ უკვე 2027 წელს მივუახლოვდეთ 13 ათასდოლარიან მაჩვენებელს, რაც არის საშუალო ევროპული მედიანური დონე.

მსოფლიო ეკონომიკები რომ ავიღოთ, ფაქტობრივად, ჩვენ შევდივართ ყველაზე უფრო მზარდ განვითარებად ეკონომიკურ ქვეყანას შორის“, – განაცხადა ცუცქირიძე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2021-2027 წლების განახლებული შეფასება და გრძელვადიანი პროგნოზები გამოაქვეყნა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა Facebook-ზე წერს.