ბაზისბანკის მხარდაჭერით, სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

0
116

ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 14 და 15 ოქტომბერს, სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში, აკადემიის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

პროექტ „სოლიდარობის“ მიზანია, გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხის ნაწილით, აკადემიის ნიჭიერ სტუდენტებს, რომელთაც გადაუხდელობის გამო შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი, გადაუხადოს სწავლის ღირებულება.

სამომავლოდ იგეგმება, რომ პროექტს პერმანენტული ხასიათი მიეცეს და შეიქმნას ონლაინ პლატფორმა, სადაც  სტუდენტების ნამუშევრები განთავსდება და ონლაინ რეჟიმში გაიყიდება.

„ჩვენ, როგორც მაღალი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, აქტიურად ვართ ჩართული ახალგაზრდა თაობის განათლების მხარდაჭერის პროექტებში და მუდმივად ვზრუნავთ მათ პროფესიულ და შემოქმედებით განვითარებაზე.

მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვდებთ მომავალი თაობის განათლებისა და წახალისების მიმართულებით, რაც, ვფიქრობთ, ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციაა.“ – განაცხადა ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა.