Nord Stream-ის ტრანზიტიდან დაკარგული მოცულობა შეიძლება თურქეთში გადამისამართდეს

0
200

Nord Stream-ის გავლით გაზის ტრანზიტის დაკარგული მოცულობა შეიძლება გადამისამართდეს თურქეთში, რათა ევროპაში მიწოდება გაიგზავნოს. ამისთვის რუსეთს და თურქეთს შეუძლიათ შექმნან გაზის უდიდესი ჰაბი.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსული ეკონომიკური კვირეულის ფორუმზე განაცხადა, წერს რუსული მედია.

მისი თქმით, ამით ევროპელმა მყიდველებმა უნდა გამოიჩინონ ინტერესი. რუსეთის პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ რუსეთი ამჟამად აწვდის გაზს თურქეთს “თურქული ნაკადის” და “ლურჯი ნაკადის” გაზსადენებით.

„რაც შეეხება გაზს, ჩვენ აუცილებლად განვათავსებთ ჩვენს საქონელს მსოფლიო ბაზრებზე“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ეკა უკლება