რუსეთი და ირანი გადახდის სისტემებს გააერთიანებენ

0
113

რუსული გადახდის სისტემა „მირი“ მალე ირანულ სისტემა „შეტაბთან“ გაერთიანდება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რუსული „მირის“ და ირანული „შეტაბის“ სისტემის ინტეგრაციასა და ურთიერთგამოყენებასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს არსებითი მოლაპარაკებები ცენტრალური ბანკების დონეზე.

მათ ისაუბრეს ივლისში და შეთანხმდნენ ერთგვარ საგზაო რუკაზე, რომელიც ამ შედეგამდე მიგვიყვანს. დარწმუნებული ვარ, ეს მალე მოხდება“, – განაცხადა ლავროვმა.

თეირანმა და მოსკოვმა გადახდის სისტემების ინტეგრაციის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს 2022 წლის მაისში რუსეთის ვიცე-პრემიერ ალექსანდრე ნოვაკის ირანის დედაქალაქში ვიზიტის დროს.

გიორგი არაბული