ნორვეგიის შემდეგ ესტონეთი – ტალინმა რუსული გემებისთვის პორტები დახურა

0
122

ესტონეთმა გემებისთვის, რომლებიც რეგისტრირებულია რუსეთის საზღვაო გადაზიდვების რეესტრში, ქვეყნის პორტები დახურა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება რესპუბლიკის ტრანსპორტის დეპარტამენტმა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ნორვეგიამ რუსი მეთევზეებისთვის თითქმის ყველა პორტი დახურა. კერძოდ, რუსი მეთევზეები თევზის მიტანას მხოლოდ ნორვეგიის სამ პორტში შეძლებენ, დანარჩენ თევზსაჭერ გემებს სხვა პორტებში შესვლა ეკრძალებათ.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა გასულ კვირას დაამტკიცა სანქციების კიდევ ერთი პაკეტი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთის საზღვაო გადაზიდვების რეესტრთან ყველა ოპერაციის აკრძალვას გულისხმობს.

გიორგი არაბული