გემების დაქირავების სერვისი დეფიციტური გახდა, ფასები კი რეკორდულად გაიზარდა

0
131

როგორც იტყობინება გამოცემა Bloomberg-ი, გემების დაქირავების ფასი ატლანტიკის ოკეანეში, თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ტრანსპორტირების მიზნით, 397 500 დოლარამდე გაიზარდა დღეში, რაც  გასულ წელს დაფიქსირებულ რეკორდულად მაღალ ფასზე მეტია.

სააგენტოს ცნობით, გემების დაქირავების ფასები მკვეთრად გაიზარდა, რადგან ევროპა ზამთრის წინ მარაგების შევსებას ცდილობს.

ამავდროულად, წლის ბოლომდე ძალიან ცოტაა თავისუფალი გემები და ისინიც ძვირად ქირავდება. გარდა ამისა, მსხვილი ენერგეტიკული კომპანიები უარს ამბობენ გემების იჯარით გაცემაზე, რადგან ეშინიათ, რომ საჭიროების შემთხვევაში დარჩნებიან თავისუფალი ფლოტის გარეშე.

ბლუმბერგმა დასძინა, რომ გემების დეფიციტთან დაკავშირებით სიტუაცია იქამდე მივიდა, რომ აზიაში LNG მომწოდებლები უკვე სთავაზობენ გაზის დატვირთვის პორტებიდან.

ამასთან, ვისაც გემები არ ჰყავს, ეძებს მყიდველებს ტრანსპორტირების შესაძლებლობით.

სანდრო პირველი