ბელორუსებს ქვეყნიდან გასვლა შეეზღუდებათ

0
144

ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ბელორუსებს დროებით შეეზღუდებათ ქვეყნიდან გასვლა. ამის შესახებ ნათქვამია კანონპროექტში, რომელიც დეპუტატებმა პირველი მოსმენით მიიღეს.

ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული ასამბლეის წარმომადგენელთა პალატის პრესსამსახური ავრცელებს.

სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს მიენიჭება უფლება, დროებით შეზღუდოს ბელორუსიიდან ფიზიკური პირების გასვლა.

ასევე, სახელმწიფო მოხელეთა საზღვარგარეთ მოგზაურობის რეგულირებისთვის დამატებითი წესები დაინერგება.

ამასთან, კანონპროექტში ზუსტდება სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლების მინიჭების საფუძველი. თუმცა, შემოთავაზებულია გადავადების მიმღებ პირთა რაოდენობის შემცირებაც.

ეკა უკლება