2022 წლის სექტემბერში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი 157.5%-ით გაიზარდა

0
123

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სექტემბრის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

მონაცემების თანახმად, 2022 წლის სექტემბერში საქართველოში 636,235 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის სექტემბერთან შედარებით +157.5%-ია, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები 69.4%-ით აღდგა.

მათივე ცნობით, ტურისტული ვიზიტების აღდგენის დინამიკა როგორც სექტემბერში, ასევე მიმდინარე წლის 9 თვეში მნიშვნელოვნად გაზრდილია.

„2022 წლის სექტემბერში საქართველოში 452,155 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +115.7%-ს შეადგენს. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების 83.8% აღდგენილია.

2022 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში 3,892,605 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +199.1%-ს შეადგენს. 2019 წლის 9 თვის მონაცემებთან შედარებით კი საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 53.8%-ია.

2022 წლის 9 თვეში საქართველოში 2,704,133 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2021 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდთან შედარებით ზრდა +147.5%-ია. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 67.8%-ს შეადგენს.

საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.