ბიზნესაქტივობით რუსეთში გადავდივარ, ძირითადად იქ ვიცხოვრებ – მორგოშია

0
387

„ფაქტობრივად, მოლაპარაკებები უკვე დავასრულე და ბიზნესაქტივობით რუსეთის ფედერაციაში გადავდივარ”, – ამის შესახებ  „ალტ-ინფოს” ლიდერმა, კონსტანტინე მორგოშიამ განაცხადა.

როგორც მან TV „პირველთან” საუბრისას აღნიშნა, „შეიძლება ითქვას, რომ რუსეთში იცხოვრებს.”

„ასე ვთქვათ, ჩემი დროის დიდ ნაწილს რუსეთში გავატარებ.

ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ ჩემი ბიზნესისთვის იქ ბევრად უფრო დიდი შესაძლებლობებია, ვიდრე აქ.

შეიძლება ითქვას, რომ ძირითადად რუსეთში ვიცხოვრებ.”- განაცხადა კონსტანტინე მორგოშიამ.