ოთარ ნადარაია – წელს ლარი დოლართან მიმართებით 2.8-ს ფარგლებში იქნება

0
166

წელს ლარი დოლართან მიმართებით 2.8-ს ფარგლებში იქნება, — ამის შესახებ თიბისი კაპიტალი მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ განაცხადა.

მისი თქმით, თუკი აშშ დოლარი გლობალურად არ შესუსტდება, უცხოური ვალუტის ჭარბი შემოდინება უფრო ეროვნული ბანკის რეზერვების ზრდას გამოიწვევს ვიდრე ლარის დამატებით გამყარებას.

“დამატებითი მიგრანტები დამატებით სავალუტო შემოდინებას ნიშნავს, მაგრამ ვითვალისწინებთ იმას თუ რა ხდება საერთაშორისო ბაზრებზე, სადაც დოლარი მყარია. ჩვენი აზრით, მომდევნო 12 თვეში ინფლაცია შემცირდება და მომავალ წელს ჩემი აზრით სამიზნეზე დაბალიც კი შეიძლება იყოს.

მიგრანტების შემოდინება მნიშვნელოვანია, მაგრამ დაბალი ინფლაციის მოლოდინი და მყარი დოლარი, პირიქით კურსის საპირისპირო არგუმენტია, ამიტომ ჯამში კურსის მიმართ მოლოდინი არ შეგვიცვლია. სავარაუდოდ, იმავე ნიშნულზე, 2.8-ს ფარგლებში უნდა იყოს წელს.

თუკი აშშ დოლარი გლობალურად არ შესუსტდება, ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ უცხოური ვალუტის ჭარბი შემოდინება უფრო ეროვნული ბანკის რეზერვების ზრდას გამოიწვევს ვიდრე ლარის დამატებით გამყარებას. ამ მხრივ ასევე მნიშვნელოვანია საბანკო სექტორში ჭარბი ვალუტის დაგროვება. ეს თემა, ჩვენს ბოლო, 3 ოქტომბრის პუ პუბლიკაციაშია განხილული“, — აღნიშნა ოთარ ნადარაიამ.