გვიდიანი მსოფლიო ბანკის ანგარიშზე: მაშინ, როცა განვითარებული ქვეყნები და ზოგადად, გლობალური ეკონომიკა რეცესიის ზღვარზეა, საქართველომ მოახერხა ამ შედეგის მიღწევა

0
140

მსოფლიო ბანკი – 2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის პროგნოზი 8.8 %-მდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, მაშინ, როცა განვითარებული ქვეყნები და, ზოგადად, გლობალური ეკონომიკა რეცესიის ზღვარზეა, საქართველომ მოახერხა ამ შედეგის მიღწევა, – ამის შესახებ ექსპერტმა, ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს.

„რასაკვირველია, ეს არის ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგი და როგორც არ უნდა ატრიალოს ეს ამბავი ოპოზიციამ, ეს არის ფაქტი.

მაგრამ, პრობლემა რა არის იცით?! არ შემხვედრია ჩვენი ოპოზიციის არცერთი განცხადება, რომელიც ამ მიღწევას პოზიტიურად შეაფასებდა. ნაცვლად იმისა, რომ აშკარა წარმატებაზე რაიმე პოზიტიური თქვან, ეს ხალხი რიცხვებით ჟონგლირებას იწყებს და ცდილობენ მაქსიმალურად გააუბრალოვონ ამხელა მიღწევა.

ეს ხალხი ჩასაფრებულ პოზიციაშია და ოღონდ რამე ნეგატიური თქვან, მზად არიან შავზე თეთრი დაამტკიცონ. აშკარა პოზიტივზე ერთი დადებითი რომ არ წამოსცდებათ, მერე უკვირთ უსამშობლოებს რომ დაუძახებს ვინმე. სხვა კი არაფერია ქვეყნის მტრობა?!“, – წერს ექსპერტი.