„აქტიური მუშაობა მიმდინარეობს იმისთვის, რომ ჰოლივუდის კინოინდუსტრიის წარმომადგენლები საქართველოს პოტენციალით დაინტერესდნენ“

0
138

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს იმისთვის, რომ ჰოლივუდის კინოინდუსტრიის წარმომადგენლები საქართველოს პოტენციალით დაინტერესდნენ.

ქვრივიშვილი იმედოვნებს, რომ საქართველო ამ მიმართულებით კონკურენტუნარიანობას შეინარჩუნებს და სამომავლოდ, საქართველოში ჰოლივუდის ფილმებს გადაიღებენ.

„რაც შეეხება „გადაიღე საქართველოში“ პროექტს, ეკონომიკის სამინისტროს „აწარმოე საქართველო“ ძალიან აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ამ მიმართულებით ქვეყნის პოპულარიზაცია მოხდეს. საკმაოდ ეფექტური ინსტრუმენტებია შექმნილი იმისთვის, რომ საქართველო უფრო მეტად კონკურენტუნარიანი იყოს სხვა ქვეყნებთან მიმართებით.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ როგორც გასულ პერიოდში, ასევე სამომავლოდ, საქართველო კვლავ შეინარჩუნებს კონკურენტუნარიანობას და კვლავ ვნახავთ ძალიან წარმატებულ ჰოლივუდის კინოებს, რომლებსაც საქართველოში გადაიღებენ“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

ცნობისთვის, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში საქართველოს ჰოლივუდის კინოინდუსტრიის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. მათი განცხადებით, საქართველოში პროექტების განხორციელებით დაინტერესებული არიან.