საქართველოს რკინიგზამ 2021 წელს ლარში შემოსავლის 11,95%-იანი ზრდა აჩვენა

0
122

„საქართველოს რკინიგზამ“ 2021 წელს ლარში შემოსავლის 11,95%-იანი ზრდა აჩვენა,  8,04%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა  დოლარის კუთხითაც, ოღონდ ლარის კურსის რყევების გამო, ოდნავ შენელებული ტემპით – ამის შესახებ ინფორმაცია TBC Capital –  ის კვლევაშია მოცემული.

მათივე ინფორმაციით, პოზიტიური დინამიკა 2022 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა, როდესაც შემოსავალი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ლარში 12,06%-ით გაიზარდა, ხოლო 21,81% -ით დოლარში.

2016 წლის შემდეგ პირველად, „საქართველოს რკინიგზამ“ მოგება 2021 წელს, ისევე როგორც 2022 წლის პირველ ნახევარში, შემოსავლების ზრდისა და უცხოურ ვალუტასთან ლარის მერყეობის შედეგად ფინანსური ხარჯების მკვეთრი გაუმჯობესების გამო მიიღო.

S&P Global Ratings-მა  „საქართველოს რკინიგზის“ საკრედიტო რეიტინგი B+ ზე დააფიქსირა და 2022 წლის მარტში პერსპექტივა სტაბილურიდან დადებითისკენ შეცვალა.

2021  წელს სატვირთო გადაზიდვები ტრადიციულად  „საქართველოს რკინიგზის“ შემოსავლების უმსხვილეს წილს იკავებდა და აშშ დოლარის კუთხით წლიური 8,0% -იანი ზრდა დაფიქსირდა.

COVID-19-თან დაკავშირებული სამოგზაურო შეზღუდვების შემსუბუქების და უცხოელი ვიზიტორების შედარებით გაზრდილი აქტივობის გამო, 2021 წლის მეორე კვარტალში, შემოსავალი მგზავრთა ტრაფიკი დოლარის კუთხით წინა წელთან შედარებით 27.6%-ით გაიზარდა.

თუმცა, მნიშვნელოვანი წლიური გაუმჯობესების მიუხედავად, სამგზავრო ტრაფიკიდან შემოსავალი, 2019 წლის პანდემიამდელ დონესთან შედარებით 58.4%-ით დაბალი დარჩა.