იან კელი – ბუჩამდე იყო აფხაზეთი

0
123

ქართველები უკრაინელების გვერდით დგანან, რადგან ბუჩამდე იყო აფხაზეთი, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი „ტვიტერზე“ წერს.

„ქართველები უკრაინელების გვერდით დგან, რადგან მათ იციან რუსეთის შეჭრის სისასტიკე. ბუჩამდე იყო აფხაზეთი“,- წერს იან კელი.

შეგახსენებთ, რომ დღეს სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.