რუსებმა ბანკებიდან რეკორდული მოცულობის თანხა ამოიღეს

0
2087

რუსეთში მობილიზაციის გამოცხადებამ გამოიწვია რუსეთის მოქალაქეების შემოდინება ბანკომატებსა და ბანკების სალაროებში ნაღდი ფულისთვის, წერს რუსული მედია.

მიმოქცევაში ნაღდი ფულის მოცულობა ერთი დღის განმავლობაში 23 სექტემბერს 132,1 მილიარდი რუბლით გაიზარდა, ნათქვამია რუსეთის ცენტრალური ბანკის საოპერაციო სტატისტიკიდან.

რუსეთის საბანკო სისტემის მთელ ისტორიაში აბსოლუტური რეკორდი დაფიქსირდა ომის მეორე დღეს – 25 თებერვალს, როდესაც ანგარიშებიდან, ბარათებიდან და დეპოზიტებიდან ამოიღეს 1,4 ტრილიონი რუბლი.

სანდრო პირველი