თიბისი კაპიტალი – აგვისტოში ექსპორტის, იმპორტის, სამშენებლო მასალებისა და მწარმოებელთა ფასების ინდექსების კლება გაგრძელდა

0
140

აგვისტოში ექსპორტის, იმპორტის, სამშენებლო მასალებისა და მწარმოებელთა ფასების ინდექსების კლება გაგრძელდა, რაც “თიბისი” კაპიტალის დაბალი ინფლაციის პროგნოზთან თანხვედრაშია. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამავდროულად, რეალური ექსპორტის შემცირება მშპ-ის ზრდის მოკლევადიანი პროგნოზირების მოდელში, რომელიც ამავე თვეში ეკონომიკის ორნიშნა ზრდაზე მიუთითებდა, გათვალისწინებული არ იყო.

„ საერთაშორისო დინამიკის მხრივ, აშშ დოლარი ბოლო დროს მოსალოდნელზე მყარი აღმოჩნდა, თუმცა, საშუალოვადიანი ინდიკატორები კვლავ დოლარის შესუსტებაზე მიუთითებს. ამასთან, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთიდან საქართველოში მიგრანტთა დამატებითი შემოდინება ლარისთვის პოზიტიურია, თუმცა, თუკი აშშ დოლარი გლობალურად არ შესუსტდება, „თიბისი“ კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ უცხოური ვალუტის ჭარბი შემოდინება უფრო ეროვნული ბანკის რეზერვების ზრდას გამოიწვევს, ვიდრე ლარის დამატებით გამყარებას.

გაეცანით „თიბისი“ კაპიტალის პუბლიკაციას ბმულზე.“- აღნიშნულია ინფორმაციაში.