Aeroflot-ის პილოტებს მოიერიშე თვითმფრინავებში გადაიყვანენ

0
185

რუსეთის მთავრობის მიერ მობილიზაციის გამოცხადებიდან ერთი დღის განმავლობაში, სულ მცირე ხუთი რუსული ავიაკომპანიის, მათ შორის Aeroflot-ისა და ათზე მეტი აეროპორტის თანამშრომლებმა, მიიღეს გამოძახება.

ამის შესახებ რუსული მედია წერს.

გამოცემის წყაროები იუწყებიან, რომ სამ კომპანიაში განაცხადეს, რომ მათ შეუძლიათ თანამშრომლების 50-80%-ის მობილიზება.

“აეროფლოტის” ჯგუფთან დაახლოებული წყარო ვარაუდობს, რომ მობილიზაცია გავლენას მოახდენს თავად კომპანიის პერსონალის ნახევარზე მეტზე, ისევე როგორც “პობედასა” და “როსიაზე”, რომლებიც იმავე ჯგუფის ნაწილია.

გიორგი არაბული