რუსეთში Toyota-ს ქარხანა დაიხურა

0
118

Toyota-მ რუსეთში მანქანების წარმოება შეწყვიტა, კომპანიამ გადაწყვიტა დაეხურა ქარხანა სანქტ-პეტერბურგის სოფელ შუშარიში, რომელიც ქვეყანაში 15 წელი მუშაობდა.

ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.

„საწარმო “დაკონსერვდება” და შემდგომში შესაძლოა გაიდვოს. თუმცა, ის ტოიოტას მარკის მანქანებს აღარ აწარმოებს“, – ნათქვამია ანგარიშში.

გიორგი არაბული