„გაზპრომის“ თანამშრომლები ფრონტის ხაზზე არ წავლენ

0
99

რუსული მედიის ინფორმაციით, „გაზპრომის“ თანამშრომლებმა შეტყობინებები მიიღეს, რომ ისინი „სპეციალურ სამხედრო ჩანაწერებში არიან“ და ერთი წლის განმავლობაში დაცულნი არიან მობილიზაციისგან.

“ძვირფასო თანამშრომლებო! გაცნობებთ, რომ იმყოფებით სპეციალურ სამხედრო ჩანაწერში (დაჯავშნული), რომელიც გაძლევთ უფლებას გადაავადოთ გამოძახება მობილიზაციაზე თორმეტი თვით“, – ნათქვამია წერილის ტექსტში.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, „რეზერვირებული მოქალაქეები“, მათ შორის თავდაცვის ინდუსტრიის საწარმოების თანამშრომლები, მიიღებენ გადავადებას ფრონტზე გაწვევისგან.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინასთან ომის დაწყებიდან 7 თვის თავზე ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო.

„ჩვენი სამშობლოსა და მისი მთლიანობის დასაცავად, საჭიროდ მიმაჩნია ნაწილობრივი მობილიზაციის მხარდაჭერა“, განაცხადა პუტინმა რუსეთის მოსახლეობისადმი სატელევიზიო მიმართვის დროს.

ეკა უკლება