„ყაზახეთი რუსების ქვეყანაში შემოსვლას ხელს არ შეუშლის“

0
83

ყაზახეთი ხელს არ შეუშლის რუსებს ქვეყანაში შესვლას, განუცხადა რუსულ მედიას ყაზახეთის სენატის ხელმძღვანელმა მაულენ აშიმბაევმა.

მისი თქმით, მუდმივი გადაადგილებისთვის რუსეთის ხელისუფლების თანხმობაა საჭირო.

„თუ მიგრანტის სახელმწიფო ნებართვას არ გასცემს, ჩვენ მას ვერ მივცემთ ბინადრობის ნებართვას“, – განაცხადა აშიმბაევმა.

გარდა ამისა, ტურიზმისა და სამუშაო საკითხებში რუსებს შეეძლებათ ყაზახეთში შემოსვლა შეზღუდვების გარეშე, აღნიშნა სენატის ხელმძღვანელმა.

ეკა უკლება