ფინეთი რუსებისთვის საზღვრის ჩაკეტვისთვის ემზადება

0
124

„ფინეთი ემზადება რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის სრული აკრძალვის დაწესებისთვის“, – ამის შესახებ ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმ,ა პეკა ჰავისტომ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ 21 სექტემბერს, ჰელსინკიმ გადაწყვიტა დაეწყო გადაწყვეტილების მომზადება, თუ როგორ შეიძლება შეზღუდოს ან მთლიანად აღიკვეთოს „ეს ტურისტული ნაკადი“.

მან აღნიშნა, რომ სამუშაოები უკვე დაწყებულია, მას საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით სხვადასხვა სამინისტროს ექსპერტები ახორციელებენ.

„ფინეთს არ სურს იყოს სატრანზიტო ქვეყანა, თუნდაც რუსებისთვის, რომლებსაც აქვთ შენგენის ვიზები სხვა ქვეყნების მიერ გაცემული და ახლა ჩვენ გვინდა ეს მოძრაობა კონტროლის ქვეშ ავიღოთ“, – დაასკვნა მინისტრმა.

გიორგი არაბული