მასკი აშშ-ის ხელისუფლებას ირანზე სანქციების ნაწილის გაუქმებას სთხოვს

0
117

ამერიკული კომპანია SpaceX-ის ხელმძღვანელი, ილონ მასკი აპირებს სთხოვოს აშშ-ის ხელისუფლებას, მოხსნას ირანის წინააღმდეგ ის შეზღუდვები, რომლებიც გავლენას ახდენს Starlink ინტერნეტ ქსელის ფუნქციონირებაზე ირანის ტერიტორიაზე.

ამის შესახებ მან თავის მიკრობლოგში 19 სექტემბერს დაწერა.

მანამდე Starlink-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ქსელის დაფარვის რუკა, რომელიც არ მოიცავს ავღანეთის, ბელორუსის, ვენესუელას, ირანის, ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეის, კუბის, რუსეთისა და სირიის ტერიტორიებს.

მარტის დასაწყისში, ილონ მასკმა განაცხადა, რომ Starlink-ი უარს ამბობს რუსული ახალი ამბების გამოცემების დაბლოკვაზე, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე სახელმწიფოს მოწოდება იყო.

სანდრო პირველი