2022 წლის აგვისტოში მწარმოებელთა ფასების ინდექსი 11%-ით გაიზარდა

0
115

აგვისტოში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით  სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 11%-ით გაიზარდა.

ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები შემცირებულია 14.6 %-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.29 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების კლება ლითონის მადნებზე (-21.8%);

დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 15.2 %-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 12.22 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა.

ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (14.7 %), ძირითადი ქიმიური ნივთიერებები და ქიმიური პროდუქტები (99.0 %) და ძირითადი ლითონები (6.5 %);

ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 0.1 %-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.06 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;

წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები შემცირდა 0.2 %-ით, რამაც მთლიან ინდექსზე -0.01 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.