ყაზახეთმა რუსული სატვირთო მანქანების დაკავება დაიწყო

0
626

რუსული მედია, საერთაშორისო საგზაო გადამზიდავების ასოციაციაზე (ASMAP) დაყრდნობით, იტყობინება, რომ ყაზახეთში დაიწყო რუსული სატვირთო მანქანების დაკავება ევროპიდან ჩამოსული საქონლით.

„ამ დროისთვის ჩვენთვის ცნობილია რუსული გადამზიდავების საგზაო მატარებლების დაკავების რვა შემთხვევა. თუმცა, ზოგიერთი მათგანი დამრღვევთა სადგომზეა. იქ მოცდა ძალიან ძვირია.

სატვირთო მანქანების მეორე ნაწილი საბაჟო ტერმინალებზეა, ზოგი კი პირდაპირ გზაზეა. მძღოლებს ყველა საბუთი ჩამოართვეს, ამიტომ ისინი ვერ ტოვებენ ტერიტორიას“, – განაცხადა ასოციაციის წარმომადგენელმა.

მედიის ცნობით, საუბარია ევროპული საქონლის ტრანზიტულ გადაზიდვაზე. ევროკავშირის ქვეყნებიდან ეს საქონელი მიდის ბელორუსის საზღვარზე, შემდეგ კი ყაზახეთში.

რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ ასტანამ არაგონივრული მოთხოვნები შემოიღო. ASMAP-მა მოუწოდა რუსულ ბიზნესს, დროებით თავი შეიკავონ ტრანზიტული ტრანსპორტისგან, სანამ სიტუაცია არ მოგვარდება.

გიორგი არაბული