ყავის მარაგი მთელ მსოფლიოში იწურება – ფასები შესაძლოა გაიზარდოს

0
102

მსოფლიოში ყავის უმსხვილეს მიმწოდებელ ქვეყანაში – ბრაზილიაში, გვალვის გამო, მარცვლების მარაგმა გაზაფხულზე შესაძლოა მიაღწიოს ისტორიულ მინიმუმს.

როგორც უცხოური მედია წერს, მარტისთვის ქვეყანაში ყავის მარაგი შეიძლება შემცირდეს შვიდ მილიონ ტომარამდე, რომელთა წონა თითო 60 კგ-ია.

საექსპორტო ჯგუფის Cecafe-ს თანახმად, მარაგი იმდენად დაბალია, მაშინაც კი, თუ მომავალ წელს კარგი მოსავალი იქნება, ბრაზილიას, ალბათ, გაუჭირდება მოთხოვნის შენარჩუნება.

Cecafe აღნიშნავს, რომ „უბრალოდ წვიმა გვჭირდება“.

ეკა უკლება