ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 13 600 000 აშშ დოლარი გაყიდა

0
125

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონის შედეგი ცნობილია.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის 20 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ–ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იყო 20 მლნ აშშ დოლარი.

აუქციონზე გაიყიდა 13 600 000 აშშ დოლარი. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.8445 შეადგინა.