ყაზახეთი ნახშირის საავტომობილო გზით ექსპორტს კრძალავს

0
136

ყაზახეთმა ქვეყნიდან ნახშირის ექსპორტის აკრძალვა დააწესა, იუწყება newtimes.kz რესპუბლიკის მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროზე დაყრდნობით.

კერძოდ, საუბარია საავტომობილო გზით ექსპორტზე.

„დროებითი აკრძალვა შემოღებულია ყაზახეთის საზღვრისპირა რეგიონებიდან მეზობელ ქვეყნებში მოსახლეობისთვის, კომუნალური და სოციალური ობიექტების გასაყიდად განკუთვნილი მყარი საწვავის ექსპორტის ფაქტების აღმოჩენასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა რეგიონების ქვანახშირის მაღაროებთან და აკიმატებთან (ადმინისტრაციებთან) ერთად 2022-2023 წლების გათბობის სეზონის მიზნების მისაღწევად და ნახშირის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად.

მანამდე სამინისტროში განაცხადეს, რომ გათბობის სეზონის დაწყებამდე რესპუბლიკაში ნახშირის საჭირო რაოდენობის 71% იყო აღებული.

დეპარტამენტმა აღიარა, რომ ქვანახშირის ფასი ყაზახეთში შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ მკვეთრი ზრდა მოსალოდნელი არ არის.

გიორგი არაბული