რუსებისთვის „საკრედიტო არდადეგები“ შეიძლება 2023 წლის მარტის ბოლომდე გაგრძელდეს

0
114

რუსეთის ფედერაციის მთავრობა სთავაზობს 2023 წლის 31 მარტამდე გახანგრძლივდეს ვადა, რომლითაც მოქალაქეები ბანკებს მიმართავენ „საკრედიტო არდადეგებზე“.

„აღნიშნული ფედერალური კანონით გათვალისწინებული „საკრედიტო შვებულების“ მექანიზმი საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა, როგორც ოპერატიული ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს მსესხებლების გადახდისუნარიანობის შენარჩუნებას“, – ნათქვამია დადგენილების პროექტში.

მოსალოდნელია, რომ „საკრედიტო არდადეგების“ მექანიზმის გაფართოება დაიცავს იმ მოქალაქეების უფლებებს, რომლებიც აღმოჩნდებიან რთულ ცხოვრებისეულ ვითარებაში და არ აქვთ დრო ამ ღონისძიებით ისარგებლონ.

ეკა უკლება