თურქეთი რუსეთიდან მიღებულ ბუნებრივ აირზე გადახდის 25%-ს რუბლებში განახორციელებს

0
113

თურქეთი რუსეთიდან მიღებულ ბუნებრივ აირზე გადახდის 25%-ს რუბლებში განახორციელებს.

ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ფატიჰ დონმეზმა გაზეთ Yeni Şafak-ს განუცხადა.

“შესაბამისი შეთანხმება ძალაში უახლოეს მომავალში შევა. ის ფაქტი, რომ თურქეთი რუსეთიდან გაზს რუბლებში შეისყიდის, შეამცირებს ხარჯებს და დოლარზე დამოკიდებულებას”, – განაცხადა მან.

მინისტრმა ასევე გამოაცხადა აკუიუ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის მუშაობის დაჩქარების გეგმები.

„აკუიუ ატომურ ელექტროსადგურზე მიღწეულია შეთანხმება. ჩვენმა პრეზიდენტმა, ისევე როგორც ჩვენმა სამინისტრომ, დიდი ძალისხმევა გაიღო მხარეების კონსენსუსამდე მიყვანასა და წარმოქმნილი სირთულეების დასაძლევად.

გარკვეული პერიოდის შემდეგ მუშაობა გაგრძელდება დაჩქარებული ტემპი. ჩვენთვის აკუიუ ატომური ელექტროსადგურის პროექტის განრიგი სავალდებულოა. პირველი აგრეგატი 2023 წელს უნდა შევუშვათ”, – განაცხადა ფატიჰ დონმეზმა.

სანდრო პირველი