გიორგი კაკაურიძე – გრძელვადიანად რთველის სუბსიდირება არ არის სწორი – მომდევნო წლებში პროგრამიდან გამოვალთ

0
234

მომდევნო წლებში რთველის სუბსიდირების პროგრამიდან გამოვალთ, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, იმ პირობებში, როდესაც პანდემიის შემდეგ, ღვინოზე მოთხოვნა არ იყო აღდგენილი, აღნიშნული ჩარევა აუცილებელი და საჭირო იყო.

“გეთანხმებით, რომ გრძელვადიანად რთველის სუბსიდირება არ არის სწორი პროგრამა. ჩვენ ერთხელ გამოვედით ამ პროგრამიდან, მაგრამ პანდემიის გამო უკან შესვლა მოგვიწია. გიდასტურებთ, რომ მომდევნო წლებში გამოვალთ ამ პროგრამიდან.

ამას უფრო სოციალური ეფექტი აქვს. იცით, რომ კახეთში მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ რთველზეა დამოკიდებული. იმ პირობებში, როდესაც აღდგენილი არ არის ღვინოზე მოთხოვნა პანდემიის შემდეგ , ეს ჩარევა საჭირო და აუცილებელი იყო“, – აღნიშნავს კაკაურიძე.