აგვისტოში საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია თბილისში – 26%-ით, ხოლო ბათუმში 47%-ით გაიზარდა

0
103

თბილისში, აგვისტოში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები 26% გაიზარდა – განახლებული მაჩვენებლები Colliers Georgia-მ გამოაქვეყნა. მათი ინფორმაციით, 2022 წლის აგვისტოში ახალი ბინების გაყიდვები 35%-ით გაიზარდა, ძველ პროექტებში კი მაჩვენებელი 10%-ითაა მომატებული.

ამ პერიოდში მოთხოვნა ახალაშენებულ მედიუმ სეგმენტის ბინებზე გაორმაგდა, პრემიუმ სეგმენტში კი მაჩვენებელი 153%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობამ 11%-ით მოიმატა.

გარეუბნებში ფასი 9%-ით, ქალაქის ცენტრში კი – 16%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ძველ ბინებს, ქალაქის ცენტრსა და გარეუბნებში 12%-იანი ზრდა ფიქსირდება.

რაც შეეხება ბათუმს, Colliers Georgias-ს ინფორმაციით, 2022 წლის აგვისტოში, ბათუმში, საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 47%-ითაა გაზრდილი. ახალაშენებული ბინების შემთხვევაში 45%-იანი მატებაა, ძველ ბინებზე კი 70%-ი. ზრდა, ძირითადად, მედიუმ და ეკონომ სეგმენტებში ფიქსირდება.

რაც შეეხება ფასებს, მიმდინარე წლის აგვისტოში ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი, 3%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 18%-ით.