2022 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 16.1%-ით გაიზარდა და 1 541 ლარი შეადგინა

0
118

2022 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.1 %-ით, 213 ლარით გაიზარდა და 1 541 ლარი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

⦁ ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 108 ლარი. წინა წელთან შედარებით გაზრდილია 43.1%-ით.

⦁ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 671 ლარი. გაზრდილია 13.4%-ით.

⦁ მშენებლობა – 2 177.6 ლარი. გაზრდილია 8.5%-ით.

⦁ სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 2 026.4 ლარი. გაიზარდა 16.6%-ით.

კახების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში ქალების ხელფასს აღემატება.

2022 წლის II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 240.6 ლარით, ხოლო კაცების – 1 828.4 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 162.8 ლარი (15.1%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 268.5 ლარი (17.2%).