ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარებით ევროპაში მიმავალ გზაზე – გერმანიის კანცლერი საქართველოს ევროინტეგრაციაზე

0
98

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ევროინტეგრაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გერმანია საქართველოს ევროპულ პერსპექტივას მხარს უჭერს:

“ევროკავშირის საბჭოში ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს მივცეთ ევროკავშირის პერსპექტივა. მე მინდა, რომ საქართველო გავამხნევო, ამისათვის საჭირო რეფორმისთვის ნაბიჯები გადადგას. ევროკომისიის რეკომენდაციები გახლავთ ამ გზაზე მნიშვნელოვანი.

ჩემთვის ცნობილია, რომ ამას სჭირდება ერთობლივი, ეროვნული ძალისხმევა ყველა პოლიტიკური ძალისა და ამიტომაც მინდა, რომ დაგარწმუნოთ, გერმანია საქართველოს ამაში დაეხმარება, ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარებით ევროპაში მიმავალ გზაზე,” – განაცხადა ოლაფ შოლცმა.