ნორვეგიულმა ნავთობისა და გაზის კომპანია Equinor-მა, თავისი აქტივები რუსეთში 1 ევროდ გაყიდა

0
136

ნორვეგიულმა ნავთობისა და გაზის კომპანია Equinor-მა რუსეთში არსებული აქტივები Rosneft-ს 1 ევროდ მიჰყიდა. სანაცვლოდ, რუსულმა კომპანიამ უნდა შეასრულოს 1 მილიარდი დოლარის ინვესტიციის ვალდებულება.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის პირველ კვარტალში რუსეთში Equinor-ის აქტივების საბალანსო ღირებულება შეფასდა 1,1 მილიარდ დოლარად.

ნორვეგიულმა ნავთობისა და გაზის კომპანიამ რუსეთში ოთხი ერთობლივი საწარმო 2022 წლის მაისის ბოლოს დატოვა. ვალდებულებებისგან გასათავისუფლებლად კომპანიამ თავისი წილი “როსნეფტს” გადასცა.

გიორგი არაბული