„იქ ჩამოთვლილი ბიზნესმენები, ყველა რომ დაასანქციროს დასავლეთმა, შესაძლოა, საქართველოში თავისუფალი ბიზნესი აღარ დარჩეს“

0
269

„იქ ჩამოთვლილი ბიზნესმენები, ყველა რომ დაასანქციროს დასავლეთმა, შესაძლოა, საქართველოში თავისუფალი ბიზნესი აღარ დარჩეს“, -ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ჭარაიამ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში საქმე განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინულ ვებ-გვერდზე „ომი და სანქციები“ იმ პირების გრაფაში, ვის მიმართაც ჯერჯერობით სანქციები არ არის გამოყენებული, ქართველი ბიზნესმენების საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალია.

„აქ დიდია პოლიტიკური მდგენელიც, ამ საკითხის და რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო ეკონომიკური გვაინტერესებს, პოლიტიკურში არც შევალთ. მაგრამ, ჩემი გადმოსახედიდან, ამას პოლიტიკური საფუძველი აქვს სრულად.

რაც შეეხება ეკონომიკურ ნაწილს, იქ ჩამოთვლილი ბიზნესმენები, ყველა რომ დაასანქციროს დასავლეთმა, შესაძლოა, საქართველოში თავისუფალი ბიზნესი აღარ დარჩეს, რომელიც ათიათასობით და შეიძლება, ჯამში, ასიათასობით ადამიანს ასაქმებს. ამასთან, მილიარდობით ლარი შეაქვს სახელმწიფო ბიუჯეტში და ა.შ.

ფაქტობრივად, ისეთ რამეს ითხოვენ, რაც შესაძლოა, ქართული ეკონომიკის კოლაფსს უდრიდეს. იმიტომ, რომ ერთი ბიზნესმენი, არ არის უბრალოდ ბიზნესმენი, რომელსაც შეიძლება ბევრი ფული ჰქონდეს.

როგორც კი გამოვლინდება ამ ბიზნესმენის წილობრივი მონაწილეობა, თუ სხვა ტიპის აქტივობები სხვადასხვა კომპანიაში, რაც საქართველოში და მსოფლიოში ჩვეულებრივი, მიღებული პრაქტიკაა, რომ არცერთი მსხვილი ბიზნესმენი არ ფლობს მხოლოდ ერთ ბიზნესს, მას თავისი აქტივები დივერსიფიცირებული აქვს, ფაქტობრივად შეიძლება, საქართველოში ყველა სექტორში ბიზნესის გაჩერებას უდრიდეს, ამ ადამიანების დასანქცირება“,- განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

წყარო: BPN.GE