ვახტანგ ჭარაია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, ეკონომიკისა და ბიზნესის სკოლის დეკანად დაინიშნა

0
212

ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ვახტანგ ჭარაია სხვადასხვა დროს სწავლობდა და სტაჟირება გაუვლია: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბრემენის და პასსაუს უნივერსიტეტებში (გერმანია), ბალტიისპირეთის საერთაშორისო აკადემიაში (ლატვია), ტარტუს უნივერსიტეტში (ესტონეთი), ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში (აშშ). 2015-2017 წლებში გახლდათ ჰარვარდის ბიზნეს სკოლის სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის აფილირებული ლექტორი.

ვახტანგი გახლავთ 2018 წლის საქართველოს საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი და 2021 წლის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საუკეთესო მეცნიერის ჯილდოს მფლობელი. 2015 წელს ვახტანგმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის კონკურსში გაიმარჯვა და მიიღო ორგანიზაციის ახალგაზრდა მეცნიერის სტატუსი.

სხვადასხვა დროს ვახტანგი მუშაობდა ან/და კვლევით/ანალიტიკურ მომსახურებას უწევდა ისეთ ცნობილ ორგანიზაციებს, როგორიცაა: ინტერნეიშენალ ალერტი (ბრიტანეთი), ვი-დემი (შვედეთი), მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (შვეიცარია), კარნეგი ენდოუმენთი, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტი (აშშ) და მრავალი სხვა.

ვახტანგს მოპოვებული აქვს მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციისა და ცალკეული ქვეყნების ჯილდოები, მათ შორის: DADD, HESP, ITEC, IMF, ERASMUS+, USAID, SRNSF და სხვათა ჯილდოები და საგრანტო პროექტები. მას მონაწილეობა აქვს მიღებული სამეცნიერო და პრაქტიკულ კონფერენციებში მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში. მათ შორის სისტემატურად კითხულობს ლექციებს საზღვარგარეთ და სისტემატურად აქვეყნებს სტატიებს SCOPUS-სა და WEB OF SCIENCE-ის წამყვან ჟურნალებში.