Tang Yu – ჩინური კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი რობოტი გახდა

0
219

ონლაინ თამაშებისა და მეტავერსიის ჩინურმა NetDragon Websoft-მა გამოაცხადა ხელოვნური ინტელექტის (AI) ჰუმანოიდური ვირტუალური რობოტის აღმასრულებელ დირექტორად დანიშვნის შესახებ.

ცნობილი როგორც Tang Yu, აღმასრულებელი რობოტი იქნება “რეალურ დროში მონაცემთა ცენტრი და ანალიტიკური ინსტრუმენტი” გადაწყვეტილების მხარდაჭერისთვის ჩინურ ორგანიზაციაში.

Tang Yu უხელმძღვანელებს კომპანიის მთავარ შვილობილი კომპანიას – Fujian NetDragon Websoft-ს და გახდება მენეჯმენტში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის სიმბოლო.

1999 წელს დაარსების დღიდან, ეს ტექნოლოგიური კომპანია გახდა ვიდეო თამაშებისა და მობილური აპლიკაციების ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი დეველოპერი.

ის პასუხისმგებელია ონლაინ მრავალმოთამაშიან თამაშებზე Heroes Evolved და Conquer Online, ასევე Android-ის შესაბამის აპებზე, Conquer Poker – Texas Hold’em-თან ერთად, წერს Daily Mail.

NetDragon Websoft-ს ჯერ არ გამოუქვეყნებია მნიშვნელოვანი დეტალები Tang Yu-ს პასუხისმგებლობების შესახებ. თუმცა, ითქვა, რომ იგი გააკონტროლებს მილიარდიანი კომპანიის “ორგანიზაციისა და ეფექტურობის დეპარტამენტის” მუშაობას.

გარდა ამისა, ტანგ იუ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ტალანტების განვითარებაში და ყველა თანამშრომლისთვის სამუშაოს სამართლიანი და ეფექტური განაწილების უზრუნველყოფაში.

სანდრო პირველი