წილოსანი: 700 მილიონს სცდება ბიუჯეტში დამატებული თანხები და აქედან აგრარული მიმართულებით 150 მილიონის დამატებაზეა საუბარი

0
161

როგორც ვიცით, 700 მილიონს სცდება ბიუჯეტში დამატებული თანხები და აქედან აგრარული მიმართულებით სადღაც 150 მილიონის დამატებაზეა საუბარი, – ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა განაცხადა.

„მცირდება სახელმწიფო ვალი, რომელიც საკმაოდ ბევრი კრიტიკოსისგან იყო შეშფოთების გამოხატვის საგანი. თუმცა, რა თქმა უნდა ამას წინაპირობა ჰქონდა, პანდემიის პერიოდი.

ახლა, ჩვენს წინაშე წარდგება ბიუჯეტის დაკორექტირებული ვერსია. ბევრი მიმართულებით დაემატება დაფინანსება, მათ შორის აგრარული მიმართულებით, სადღაც 150 მილიონზეა საუბარი.

როგორც ვიცით, ჯამში 700 მილიონს სცდება ბიუჯეტში დამატებული თანხები. შესაბამისად, კომიტეტებზე და უკვე სესიაზე ბიუჯეტის ახალ ვერსიას მივიღებთ“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ფონზე სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შევა.