მაშინ, როდესაც განვითარებულ ქვეყნებსაც ეზრდებათ ვალი, ჩვენ ვახერხებთ და საგარეო ვალს ვამცირებთ – ანდრია გვიდიანი

0
136

ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რომ საგარეო ვალი 40%-მდე მცირდება. ეს არის მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯი, მაშინ, როდესაც განვითარებულ ქვეყნებსაც ეზრდებათ ვალი, ჩვენ ვახერხებთ და საგარეო ვალს ვამცირებთ, – ამის შესახებ ექსპერტმა ეკონომიკურ საკითხებში ანდრია გვიდიანმა „ქრონიკას” განუცხადა.

„იზრდება ბიუჯეტის შემოსავლები. არსებულ პროგნოზთან მიმართებით გაზრდილია როგორც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ასევე ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები. რა თქმა უნდა ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები აისახება არაერთ მიმართულებაზე”, – განაცხადა ანდრია გვადინმა.

ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებები წარადგინა. ფინანსთა მინისტრის თქმით, პანდემიის შემდგომ საქართველოს ეკონომიკამ გასული წლის მეორე კვარტლიდან მნიშვნელოვანი აღდგენა დაიწყო და საბოლოოდ, 2021 წელს ორნიშნა 10.4%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.