აშშ-მა უკრაინას შესაძლოა 1.5 მილიარდი დოლარი გამოუყოს გაზის შესაძენად

0
137

„აშშ Eximbank-მა შესაძლოა 1,5 მილიარდი დოლარი გამოუყოს უკრაინას გაზის შესაძენად“, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა აშშ-ს ხაზინის მდივან, ჯანეტ იელენთან საუბრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მხარეებმა განიხილეს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და გათბობის სეზონის საკითხები, ასევე გაზის შესყიდვაში ამერიკელი პარტნიორების დახმარება.

„ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ტრანშის გამოყოფაზე 1,5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით გაზის შესაძენად აშშ-ის Eximbank-ისგან“, – განაცხადა შმიჰალმა.

ეკა უკლება