არაბთა გაერთიანებული საამიროები თურქეთისგან 120 Bayraktar-ს შეიძენს

0
130

არაბთა გაერთიანებული საამიროები მოლაპარაკებებს აწარმოებენ შეიარაღებული თვითმფრინავების მსხვილ შესყიდვაზე თურქული მწარმოებლის Baykar-ისგან, წერს Middle East Eye მოლაპარაკებებზე გაცნობილ წყაროებზე დაყრდნობით.

მათი თქმით, ბაიკარსა და საემიროების სახელმწიფო სააგენტოს კომპანიებს შორის იარაღის შესაძენად მოლაპარაკებები Bayraktar TB2 დრონების მიწოდებაზე მარტიდან მიმდინარეობს.

ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს 120 ცალი Bayraktar TB2-ის მიწოდებაზე.

„ერთად, ეს შეიძლება იყოს 2 მილიარდ დოლარამდე გარიგება“, – თქვა წყარომ.

გიორგი არაბული