2022 წლის აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2019 წლის აგვისტოს მგზავრთნაკადის 92 პროცენტი აღდგა

0
91

2022 წლის აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 363 830 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის იმავე თვის მგზავრთ ნაკადის 92%-ია, ხოლო 2021 წლის აგვისტოს მონაცემებთან შედარებით, 48%-იანიზრდაა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ტავჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2022 წლის აგვისტოში 103 625 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელს 2%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 7%-ით აღემატება.