ირაკლი ღარიბაშვილი – მთავრობის ვალისა და ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა მცირდება

0
143

მთავრობის ვალისა და ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა მცირდება, – აღნიშნულის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, წლის ბოლოს მთავრობის ვალის მოცულობა შემცირდება მშპ-ს 40%-მდე, ნაცვლად 51%-სა, რაც ასევე კარგი მაჩვენებელია.

„ამასთანავე ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა მშპ-ს 4,4%-დან მცირდება მშპ-ს 3,2%-მდე. დეფიციტი იქნება მხოლოდ 3.2%-ი.

დეფიციტის და ვალის შემცირების პარალელურად დამატებით თანხები უნდა მივმართოთ ჩვენ ერთი მხრივ, აღებული ვალდებულებების დასაფინანსებლად და მეორე მხრივ, სხვადასხვა მიმართულებების დასაფინანსებლად, იქნება ეს: პოლიცია, ჯარი, ინფრასტრუქტურა, საწარმოების დაფინანსება, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, სპორტი.

საბოლოო ჯამში მინდა ვთქვა, რომ პროგნოზი, ტენდენციები, პოზიტიურ დინამიკა გაგრძელდება და წელს გვექნება ისევე წარმატებული წელი, როგორიც გასულ წელს გვქონდა. ეს მოვახერხეთ სწორი, გონივრული, ეროვნულ ინტერესებზე გათვლილი პოლიტიკით და არა ემოციური, გაუაზრებელი და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით, რომელზეც ჩვენი ოპონენტები მოგვიწოდებდნენ“, – განაცხადა პემიერ-მინისტრმა.