ირაკლი რუხაძე: ეს პოლიტიზებული პროცესია და ჩემი კავშირი პოლიტიკასთან ერთადერთია – „იმედის“ მეშვეობით

0
119

ეს პოლიტიზებული პროცესია და ჩემი კავშირი პოლიტიკასთან ერთადერთია – „იმედის“ მეშვეობით. დარწმუნებული ვარ, მე რომ არ ვიყო „იმედის“ თანამფლობელი ამ ყველაფერთან არანაირი კავშირი არ მექნებოდა, – ასე უპასუხა ირაკლი რუხაძემ კითხვას თუ რატომ მოხვდა აშშ-ის მოქალაქე ირაკლი რუხაძე იმ ბიზნესმენთა სიაში, რომელთა სანქცირებას „ნაციონალური მოძრაობა“ და უკრაინის ხელისუფლებაში მათი მხარდამჭერი ფრთა ერთად ითხოვენ.

სიაში, რომელიც უკრაინულმა პორტალმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა, 12 ქართული გვარია. რუხაძის თქმით, ეს პროცესი უფრო ადრე დაიწყო.

„ეს ყველაფერი რამდენიმე თვის წინ დაიწყო, როცა გამოვიდა რამდენიმე ადამიანი, მოითხოვეს ჩემი დასანქცირება. მაშინ ეს სია პატარა იყო, 5 კაცამდე, თუ არ ვცდები და მაშინ პირდაპირ თქვეს რატომ აკეთებდნენ ამას. თურმე მე ვარ ბიძინა ივანიშვილის პარტნიორი და ამიტომ უნდა დამასანქცირონ.

ჯერ ერთი, პარტნიორის ლეგალური განსაზღვრება არ არსებობს, ამიტომ გაურკვეველია, რას ნიშნავს. გაურკვევლად წერია, მაგრამ რაღაცნაირად მაბამენ რუს ბიზნესმენს, ვინმე ევტუშენკოვს. საერთოდ არ ვიცნობ ამ ადამიანს, ცხოვრებაში არ მილაპარაკია, არ შევხვედრივარ. რამე თუ ვიცი მასზე, მედიიდან ვიცი“, – განაცხადა რუხაძემ.