აშშ ყარაბაღის განაღმვისთვის 2 მილიონ დოლარს გამოყოფს

0
102

ვაშინგტონი ორ მილიონ დოლარს გამოყოფს ჰუმანიტარული დახმარების სახით ყარაბაღის ომის შედეგად დაზარალებულ რაიონებში ნაღმების გასაწმენდად.

„რეგიონული მშვიდობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, შეერთებული შტატები მოხარულია გამოაცხადოს 2 მილიონი დოლარი ჰუმანიტარული განაღმვის ოპერაციებისთვის 2020 წლის შემოდგომაზე სამხრეთ კავკასიაში სომხურ და აზერბაიჯანულ ძალებს შორის ინტენსიური ბრძოლით დაზარალებულ რაიონებში“, – ნათქვამია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტში გაიხსენეს, რომ 2021 წლის ნოემბერში შეერთებულმა შტატებმა ნახევარი მილიონი დოლარი გადაურიცხა იმ ორგანიზაციებს, რომლებიც რეგიონში განაღმვით იყვნენ დაკავებულნი.

ეკა უკლება