აზერბაიჯანი ბულგარეთს ყოველწლიურად 2 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიჰყიდის

0
145

ბულგარეთი აპირებს გაზარდოს მიწოდების მოცულობა სამხრეთ გაზის დერეფნით და ყოველწლიურად შეიძინოს აზერბაიჯანიდან ორ მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზი.

ამის შესახებ ქვეყნის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრმა ნიკოლა სტოიანოვმა განაცხადა, იუწყება ABC AZ.

„მათ, როგორც ტრადიციულმა პარტნიორებმა, შემოგვთავაზეს გაზის დამატებითი წილის მიწოდება სამხრეთ გაზის დერეფნის სამომავლო გაფართოებისთვის, რაც ნიშნავს, რომ გრძელვადიანი კონტრაქტით ყოველწლიურად 2 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ყიდვას შევძლებთ.

აზერბაიჯანთან ვადიანი ხელშეკრულება გაფორმდება, რაც ჩვენი მოთხოვნის დაახლოებით 60%-ს შეადგენს. ენერგეტიკის სამინისტროს ექსპერტები აზერბაიჯანთან ფასებზე, რაოდენობაზე, გაზის მიწოდების პირობებსა და სხვა ტექნიკურ პარამეტრებზე მოლაპარაკებებს გააგრძელებენ. მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ღირებულებების გამოცხადება ახლა“, – განაცხადა მინისტრმა.

სტოიანოვმა დასძინა, რომ მიწოდების მოცულობა შეიძლება გაიზარდოს 3-4 წელიწადში.

მინისტრმა დაადასტურა, რომ 1 ოქტომბრიდან, ბულგარეთი-საბერძნეთის ინტერკონექტორის მშენებლობის დასრულების და მისი ექსპლუატაციის ნებართვის მიღების შემდეგ, ბულგარეთი ყოველწლიურად 1 მილიარდ კუბურ მეტრ აზერბაიჯანულ გაზს შეისყიდის.

სანდრო პირველი