რუსები შესაძლოა იაფი გაზის გარეშე დარჩნენ

0
198

რუსეთის მაცხოვრებლებმა შეიძლება დაკარგონ იაფი გაზი რუსეთსა და ევროკავშირს შორის დაპირისპირების გამო. ამ დასკვნამდე მივიდა რუსეთის მთავრობა, რომლის შესახებ აღნიშნულია დახურულ ანგარიშში, წერს Reuters.

„უცხოელ მომხმარებელთა მიწოდების შემცირება გამოიწვევს სისტემის დისბალანსს, როდესაც შიდა ბაზარზე დაბალი ფასები კომპენსირდება ექსპორტის შემოსავლით“, – ნათქვამია დოკუმენტში.

აღნიშნული განიხილეს 30 აგვისტოს, პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინთან შეხვედრაზე.

ექსპერტები ამტკიცებენ, რომ საუბარია 1960-იან წლებში ლეონიდ ბრეჟნევის დროს შექმნილი ეკონომიკური მოდელის განადგურების საფრთხეზე.

2027 წლისთვის ევროპამ შესაძლოა უარი თქვას რუსულ გაზზე. შედეგად, რუსეთის ბიუჯეტი ყოველწლიურად დაკარგავს 400 მილიარდ რუბლს, ანუ 6,55 მილიარდ დოლარს 2030 წლისთვის.

„შედეგად, სავარაუდოდ, იქნება ფულადი სახსრების დეფიციტი რეგიონების გაზიფიკაციის აუცილებელი განვითარებისთვის“, – აღნიშნულია ანგარიშში.

გარდა ამისა, ევროპული ქვეყნების მიერ გაზზე უარის თქმა რუსეთის ექსპორტს დააზარალებს. ის შეიძლება შემცირდეს წელიწადში 100 მილიარდი კუბური მეტრით, რაც 2021 წელს მთლიანი ექსპორტის თითქმის ნახევარია. მაშინ გაზის სექტორი $41 მილიარდს დაკარგავს.

რუსეთი აღმოსავლეთისკენ სწრაფად გადაადგილებას ვერ შეძლებს, მას ამის ინფრასტრუქტურა არ გააჩნია. ახალი Power of Siberia-2 მილსადენი 2024 წლამდე არ განთავსდება.

სანდრო პირველი